24
მარტს, მსოფლიოში “დედამიწის საათი” აღინიშნება. აღნიშნულ ღონისძიებას შეუერთდა ხობის
მუნიციპალიტეტიც. ერთი საათის განმავლობაში შუქი ჩაქრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
შენობებში.
„დედამიწის
საათი” მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი
ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და
უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.