საჯიჯაოში ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხობის მუნიციპალიტეტში, მორიგ მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
შიდასახელმწიფოებრივი გზის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის მეთერთმეტე კილომეტრზე მდებარე (მდინარე ხობზე) ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
პროექტი სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 679946  ლარს შეადგენს.
ხიდის სიგრძე 136, ხოლო სიგანე 10.66 მეტრია. სამშენებლო სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
    პარალელურად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის  დამაკავშირებელი 16 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.