28 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია საჯიჯაოსა და ბიის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერმა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ჩვენთვის, თითოეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია. სახელმწიფო სტრუქტურები და ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელთა შედეგები სასიკეთოდ აისახება თქვენს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე. მიმდინარე წელს სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. მიმდინარეობს ფერომონების დამონტაჟება, მოსახლეობას დაურიგდა შესაბამისი პრეპარატები, იმუშავებს 120 ერთეულ მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ავტომობილი. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ინვაზიური მავნებლის გავრცელების არეალი და ზარალის მოცულობა აუცილებელია ყოველი მოქალაქე აქტიურად ჩაერთოს ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში“ - აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას მერმა.
შეხვედრებს სისტემური ხასიათი ექნება. მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდება და უშუალოდ მათგან მოისმენს წინადადებებს დასახლებისათვის აქტუალურ საკითხებზე.