ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ასოციაცია „ჰერა XXI“-ს წარმომადგენლებმა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მათი უფლებებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სკითხებზე ინფორმაციის მიწოდება იყო. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ონლაინ-პლატფორმა forparents.ge და მობილური აპლიკაცია, სახელწოდებით „მშობლებისთვის“. ღონისძიებას საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასოციაცია „ჰერას“ ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა საქართველოში.
წყარო: www.khobi.ge