შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW) ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ორ სხვადასხვა მიწის ნაკვეთზე, რომელთა ფართობი 93 და 114 ჰექტარს აღემატება, აქტიურად ახორციელებს თხილის პლანტაციების გაშენების სამუშაოებს. ამ ეტაპზე 80 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ირგვება თხილის ჯიშები. მიმდინარე სამუშაოებს დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, როგორც „KTW“-ს ხობის წარმომადგენელმა კახა გვასალიამ აღნიშნა მუშა ხელთა რაოდენობა მომავალში უფრო გაიზრდება და უფრო მეტი ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
წყარო : www.khobi-sakrebulo.ge