საჯიჯაოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა (ვიდეო)


ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. საბავშვო ბაღი საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ,  ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ გახსნეს. დღეიდან, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
  ბაღის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა ესწრებოდა.
პროექტის შესაბამისად განხორციელდა ბაღის სრული რეაბილიტაცია - კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო და სათამაშო მოედანი, შეიცვალა ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულება 174 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოზე 20 მუშახელი იყო დასაქმებული.
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი, ნაწილობრივ შეკეთდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.

video