ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა საბავშვო ბაღის შესაძლო დახურვას აპროტესტებს


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობა საბავშვო ბაღის შესაძლო დახურვას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ სოფელი, სადაც 600-მდე ოჯახი ცხოვრობს, ბაღის გარეშე დატოვების შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და ცენტრალურ გზას გადაკეტავენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან აღსაზრდელების ახლომდებარე სოფლის ბაღში გადაყვანას, ან ალტერნატიული ფართის მოძიებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს ხობის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ელისო კვიკვინია შეხვდა. ადგილზე ,,ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იმყოფებიან.