ხობის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას
შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს:
ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის
ოლიმპიური სახეობის (ძალოსნობა) პოპულარიზებას და ძალოსნობის დარბაზის გახსნას
ძალოსნობის ჯგუფის ჩამოყალიბებას
ახალგაზრდების მაღალ დონეზე მომზადებას
დარბაზების აღჭურვას სპორტული
ინვენტარით
ხობელი სპორტსმენების ჩაბმას რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში
თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას გამოყოს თანხა მწვრთნელის შრომის
ასანაზღაურებლად, ხოლო ფედერაცია უზრუნველჰყოფს დარბაზების აღჭურვას შესაბამისი სპორტული
ინვენტარით.
პირველ ეტაპზე ძალოსნობის დარბაზისთვის შესაბამისი ფართი გამოიყოფა
ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ
ხობის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
დარბაზი.