ქვემო ქვალონის ბაღში მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობა დამონტაჟდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“ ხობის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვით  პროექტს - „საქართველოს რეგიონებში განახლებად ენერგიაზე სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების გზით”  ახორციელებს.
პროექტის შესაბამისად ქვემო ქვალონისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში, ახალი ხიბულისა და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში (ოთხ ოჯახში) დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე წყალგამაცხელებელი კოლექტორი. ხოლო, ხეთის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობა.
 ორგანიზაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავდნენ და მათ, პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე აწვდიდნენ ინფორმაციას.
„მწვანე მომავალი“ პროექტს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.