დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშება მინიფეხბურთში


12 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის თასის გათამაშებამ მინიფეხბურთში. ტურნირში ქალაქ ხობის, ნოჯიხევის, ხეთის, ახალსოფლის და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდები მონაწილეობენ.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ
ტურნირის ფინალური შეხვედრები 16 თებერვალს გაიმართება.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.