გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის
9 თებერვლის 11:00 საათიდან 9 თებერვლის 18:00 საათამდე ხობის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩას, კერძოდ: ქაჯაიას, 26 მაისის, გუბაზ მეფის, ი.ჭავჭავაძის, აკაკი შანიძის, ზაქარია ფალიაშვილის, ერეკლე მეორის, ტერენტი გრანელის, სახოკიას, აიეტის დასახლების, თბილისის, ნოჯიხევის, წმინდა გიორგის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, ცოტნე დადიანის და სალაყაიას მოსახლეობას გაზმომარაგება შეუწყდება.
აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებშიარსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე: 16 114.