28 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე, ხობის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი დასუფთავების აქციის შესახებ ისაუბრეს. „4 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართება, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეები, სკოლების და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაყოფილია ზონებად, ყოველ ზონას ყავს პასუხისმგებელი პირი. მოვუწოდებ საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს აქციაში, რადგან, გარემოზე ზრუნვა ყოველი ჩვენგანის ვალია“ განაცხადა მერმა.
სამუშაო შეხვედრას, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
4 მარტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით გაიმართება.