8 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია სახელწოდებით - ,,ისტორია მოძღვარია ერისა" გაიმართა.
საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა უნივერსიტეტის დაარსების ისტორიაზე და უნივერსიტეტის დამფუძნებელ ქართველ მამულიშვილთა ღვაწლზე ისაუბრეს.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ. სტილით, 26 იანვარს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.