ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაპიშაქარში გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს. სტიქიის დროს დაზიანებული ობიექტის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 73100 ლარია. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
პროექტის შესაბამისად 150 მეტრ მანძილზე აშენდება ნაპირდამცავი გაბიონი და შიდა სასოფლო გზა წყალდიდობის დროს დაცული იქნება ჩამორეცხვისაგან.
საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.