ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული კოლეგიური ორგანოს - პირის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
ცხოვრების
(ყოფნის)
ფაქტის
დამდგენი
კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მახარე ჩოკორაია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს საკითხი დაინტერესებული პირის საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის შესახებ. კომისიის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დაადგინეს: დაინტერესებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე ჯამურად
არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების და
1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის/ცხოვრების
ფაქტები.
დღის
წესრიგით
გათვალისწინებული
საკითხის
ამოწურვის
შემდეგ,
კომისიის
სხდომა
დახურულად
გამოცხადდა.
პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენი
კომისია გასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების ან/და კონკრეტულ
დღეს ყოფნის დამადასტურებელ ცნობას, რომლის საფუძველზეც პირს შეიძლება დაუდგინდეს
საქართველოს მოქალაქეობა.