ხობის მუნიციპალიტეტს „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N136 განაკარგულებით მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 3.408.386 ლარი გამოეყო.
თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბაში გზის რეაბილიტაცია (ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა) – 880000 ლარი
პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში გზის რეაბილიტაცია (ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობა) – 920000 ლარი
ქალაქ ხობში ქუჩების (26 მაისის და ფიროსმანის ქუჩები, აღმაშენებლის I და II ჩიხები, ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია და ერეკლე მეორეს ქუჩა) კეთილმოწყობა - 400000 ლარი
საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი) – 586641
ლარი
შუა ხორგის, ქარიატის და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი ქსელის მშენებლობა (მეორე ეტაპი) – 301745 ლარი.