დღეს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ხობში ტრადიციული ალილო გაიმართა.
სადღესასწაულო მსვლელობა ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მლოცველებმა ალილოს გალობით შემოიარეს ქალაქის
ქუჩები და მოსახლეობას მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.