☑ ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ 20 იანვარს ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა,რომელიც მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე შედგა. ☑ მაჟორიტარის განმარტებით წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზა მოწესრიგდება და დაახლოებით გზის 4კმ-ის მანძილზე მოხრეშვითი სამუშაოები განხორციელდება.