ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია „ოფთალმიჯის“ ექიმებს შეხვდა და უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მერის თქმით, ხობის მუნიციპალიტეტში მსგავსი აქციები გაგრძელდება, კლინიკის ექიმები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს ეწვევიან და მოსახლეობას სხვადასხვა სახის გამოკვლევას უფასოდ, ადგილზე ჩაუტარებენ.