ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: ნოჯიხევი, ნაფოშტუ, კუთხე ნოჯიხევი, ზენი, დასახლება) საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა.
კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას ახაორციელებს. ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გაზიფიცირების (გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად) მიზნით, განცხადებით მიმართონ
„სოკარ-ჯორჯია გაზის“ ხობის მომსახურების ცენტრს. ქალაქი ხობი, სტალინის ქუჩა №16, ტელეფონი: 0414 22 24 05.