ქალაქ ხობში, კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი
სახელშეკრულებო ღირებულება 850 000 ლარს შეადგენს.
კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი
(დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.
ამორტიზებული კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება. შეიცვალა სცენა, მოეწყო მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, შიდა და გარე ინტერიერი. დამონტაჟდა განათების, გათბობის, წყლის და უსაფრთხოების სისტემები.
სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.