ხობის
მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გაღმა საჯიჯაოში მიმდინარე სამშენებლო
სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.
პროექტის შესაბამისად: მოეწყობა რკინა-ბეტონის მონოლითური
ბურჯები და ხიდის სავალი ნაწილი, ასევე აშენდება დამცავი გაბიონი.
საქართველოს
მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის
დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები,
ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.