ხობის მუნიციპალიტეტში
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-48) ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის
მე-2 კილომეტრზე, მდინარე ყორათზე სახიდე გადასასვლელი აშენდა.
ინფრასტრუქტურულ პროექტი,
რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამაც 1 მილიონ 677 ათას ათასი ლარი შეადგინა, საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“ განახორციელა.
ძველი ხიდი ავარიულ მდგომარეობაში
იყო და განხორციელდება მისი დემონტაჟი. ახალი
ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი
მუშა-ხელი.