ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის, ხიდბოგირის და 80 მეტრ მანძილზე გაბიონის მშენებლობა დასრულდა. დასრულებული პროექტები ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 115 ათას ლარი შეადგინა და სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.
საქართველოს მთავრობამ, 2017 წლის 24 ივლისის, N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის დროს დაზიანებული ობიექტების (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირდამცავი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი გამოყო.