ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ტრადიციული საახალწლო ზეიმი გრძელდება. დღეს, ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც პატარებმა, აღმზრდელებმა და მშობლებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს და ხალხური ზღაპრებისა თუ მულტფილმების გმირები განასახიერეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ბავშვების მხიარულ განწყობაზე თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსები ზრუნავდნენ. პატარებს დაურიგდათ სადღესასწაულო სასაჩუქრე პაკეტები. ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. სტუმრებმა პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.