10
დეკემბერს, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გაიმართა პროექტის „კინო სკოლაში“ გამარჯვებულების
დაჯილდოების ცერემონია.
„კინო სკოლაში“, წელს, უკვე მეოთხედ ჩატარდა. წლევანდელ პროექტში მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონის 216 სკოლა. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან და მაღალმთიან სოფლებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებიც. აღსანიშნავია, რომ წელს, „კინო სკოლაში“ Creative Europe-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

პროექტი
ითვალისწინებდა გამარჯვებულების გამოვლენას შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი,
საუკეთესო პოსტერი, საუკეთესო რეცენზია, საუკეთესო კინოკლუბის ოთახი.
საუკეთესო ფილმების ნომინაციაში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლამ მესამე ადგილი დაიკავა.
დაჯილდოვების ცერემონიის დაწყებამდე, კინოსკოლელებმა კინოტურში მიიღეს მონაწილეობა; პროექტი „კინოტური - ქართული კინო“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ადმინისტრაციის ინიციატივით ხორციელდება; მხარდამჭერია - ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კინოაკადემია და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. ღონისძიების ფარგლებში, აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას.
პროექტი „კინო სკოლაში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება.