ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. დასრულებული პროექტი, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს უფროსმა პლატონ ბერაიამ დაათვალიერეს. „ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დასახლებას ჰქონდეს მოწესრიგებული გზა. ჭალადიდში ჩატარებულ დასახლების კრებაზე, თქვენ მიერ მთავარ პრიორიტეტად გზისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასახელდა. დეპუტატის მხარდაჭერით, ორივე ეს პრობლემა მოგვარდა - კეთილმოეწყო გზა და გადაიხურა ბაღი“ - აღნიშნა, მოსახლეობასთან შეხვედრისას მერმა. სოფელ საბაჟოში, ერთ კილომეტრ მანძილზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულებამ 271500 ლარი შეადგინა; სამუშაოზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.