„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC) ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთათვის ახორციელებს პროექტს - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ფინანსური და სააღრიცხვო სისტემების გაუმჯობესების გზით“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ წარმომადგენლები მართავენ ტრენინგს „პროგრამული ბიუჯეტირების“ საკითხებზე. სასწავლო-კურსი ,,პროგრამული ბიუჯეტირება” მოიცავს: ბიუჯეტის დაგეგმვასთან, დანახარჯების კონტროლთან, რესურსების ეკონომიურობა-პრიორიტეტულობასთან დაკავშირებულ თემებს. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.