29 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 120-მა ბენეფიციარმა მიიღო. ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.