შეხვედრა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან


ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ასოციაცია „ათინათის“ და განათლებისა და განვითარების ცენტრ „თოლისკურის“ წარმომადგენლებმა მერიის მოხელეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს და პროექტის („ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“) შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, ასოციაცია „ათინათი“ და განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ ახორციელებენ პროექტს - „ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“. 
პროექტი მიზნად ისახავს ქალთა საინიციატივო ჯგუფების შექმნას, სხვადასხვა სასწავლო კურსების ჩატარებას, დასახლების პრიორიტეტების განსაზღვრას და საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა როლის გაზრდას.