
არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებმა მოსახლეობას გააცნეს „სიდას“ მიერ, მიგრაციის სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით მომზადებული სახელმძღვანელო - „მიგრანტის პირველი ნაბიჯები“ . სახელმძღვანელო შეიცავს სასარგებლო რჩევებს პოტენციური მიგრანტებისათვის, შენგენის სივრცეში გამგზავრებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებზე.
შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობას ჰქონდა შეკითხვების დასმის საშუალებაც, მონაწილეები ძირითადად დაინტერესდნენ უვიზო მიმოსვლის პირობებით, ევროკავშირში სწავლისა და სტიპენდიის მიღების შესაძლებლობებით.