სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების გამრიცხველიანება დაასრულა. კომპანიამ აბონენტებს თანამედროვე ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟა. ინდივიდუალური გამრიცხველიანება, 0,4 კვ. გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტში განახლდა ელექტროქსელის ინფრასტრუქტურა, შეიცვალა ამორტიზებული საყრდენები და ღია სადენების ნაცვლად ახალი, დახურული ტიპის საკაბელო ქსელი გაკეთდა. გარდა იმისა, რომ აბონენტები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდას თავიანთი მრიცხველების ჩვენების მიხედვით შეძლებენ, ქსელში ჩატარებული სარეაბილიტაციიო სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა მომხმარებელთა ენერგომომარაგებისა და მომსახურების ხარისხი, რაც კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.