ხობის წარსულზე გამოიცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი „ხობის სიძველენი“


ხობის წარსულზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი - „ხობის სიძველენი“ (ხობის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები) გამოიცა, რომლის ავტორი - ისტორიკოსი და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი გოგიტა ჩიტაიაა. 

წიგნის რედაქტორი ანზორ სიჭინავაა, ხოლო რეცენზენტები: ისტორიის მეცნიერებათა დიქტორი, პროფესორი ეპიფანე გვენეტაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი რევაზპაპუაშვილი არიან.
წიგნში, ქართულ და უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით სიღრმისეულადაა შესწავლილი და აღწერილი ხობის მონასტრისა და მისი სიწმინდეების ისტორია, ეკლესიები, ციხე-კოშკები, ნაეკლესიარები, საფლავის ქვები და მუზეუმები. სულ, აღწერილია კულტურული მემკვიდრეობის 275 ობიექტი, შესაბამისი გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით.
ავტორის სიტყვებით: აღნიშნული წიგნი გზამკვლევის ფუნქციას შეასრულებს და ზოგად წარმოდგენას შეუქმნის საზოგადოებას, მოსწავლე-ახალგაზრდობას; ხელს შეუწყობს ძეგლთა დაცვითა და შესწავლით დაინტერესებულ პირებსა და დაწესებულებებს დასახონ გზები და საშუალებები, იმისათვის, რომ დაიცვან, გაუფრთხილდნენ და მომავალ თაობებს შეუნახონ ისინი.
წიგნი არის ილუსტრირებული და თან ერთვის რეზიუმე ინგლისურ და რუსულ ენებზე.