ქალაქ ხობში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ ფილიალი ცოტნე დადიანის ქ.208-ში გაიხსნა. საფინანსო ორგანიზაციის ფილიალის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
2000-2007 წლებში, საერთაშორისო ბრიტანული ორგანიზაცია Oxfam-ის მონაწილეობით და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, „ლაზიკა კაპიტალი“ ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2007 წლის დეკემბერში, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, მოხდა ორგანიზაციის ტრანსფორმაცია სააქციო საზოგადოებად, „ლაზიკა კაპიტალის“ სახელწოდებით.