ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა გურიფულის, პირველი მაისის და თორსის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და 2018 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი, ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების შესახებ მომზადებული წინადადებები გააცნეს.
ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწონებულ იქნა: პირველი მაისის (საკვიკვინიოს უბანი), გურიფულის ( სოფელი მეორე მეორე გურიფული - ეკლესიამდე მისასვლელი გზა) და თორსა-დღვაბის (სოფელი თორსა - ცენტრალური გზა) ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის (ქუჩების კეთილმოწყობა) რეაბილიტაციის შესახებ წინადადებები.
შეხვედრები გაგრძელდება და მერიის თანამშრომლები მოსახლეობასთან ერთად განიხილავენ, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ წინადადებებს.