ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის უფროსი, მინდია ნაჭყებია და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ზვიად ბუკია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსმა მერის წარმომადგენლებს, მათი საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ანგარიში და ცალკეული საკითხების რეგულირების მიზნით გაცემული რეკომენდაციები გააცნო.
მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახური უზრუნველყოფს მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას და კანონიერებას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას.