ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო გეგმების შემუშავების შესახებ კლასტერული ტრენინგი მიმდინარეობს, რომელსაც ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებიან.
მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტი, „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ (srmidp) ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განითარების სააგენტოს ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი განხორციელება 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.