ხობში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში დაკარგული 70 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას სამი დღის მანძილზე ოჯახის წევრები, სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის ბრიგადები ეძებდნენ. მამაკაცი ქვიშის კარიერზე დარაჯად მუშაობდა და მისი ცხედარი სამსახურთან ახლოს მდებარე არხში იპოვეს. მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. 
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.