საჯიჯაოში ბაღის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ზაზა ბუკიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის შესაბამისად:
იცვლება ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები
კეთილმოეწყობა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი
კეთილმოეწყობა ბაღის  ეზო და სათამაშო მოედანი
ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი
სამუშაოზე 20 მუშახელია დასაქმებული
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 174 ათას ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს დასრულდა ნოჯიხევის და ჭალადიდის საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა, ხოლო ხეთის საბავშვო ბაღს სრული რემონტი უტარდება.
საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი, ნაწილობრივ შეკეთდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.