სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულის საადამიოს უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის რეაბილიტაცია (მოხრეშვა და ნაპირსამაგრის მოწყობა) მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 11500 ლარია და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ინდივიდუალური მეწარმე "დავით ქორთუა" ახორციელებს.
საქართველოს მთავრობის 24 ივლისის N1543 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის (ძლიერი წვიმა და წყალდიდობა) შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის (გზები, ხიდები, ხიდ-ბოგირები და ნაპირსამაგრი ჯებირები) აღსადგენად მილიონ ნახევარი ლარი (სამშენებლო სამუშაოებისთვის - 1390230.00 ლარი; საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად - 109770.00 ლარი).
 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება.