კოლეჯი „მომავალი“ (ფოტო+ვიდეო)

   
1999 წლის აგვისტოს მზიან დღეს შორს მიმავალ ჩანაფიქრს შეესხა ფრთები; სექტემბრიდან, ხობის პროფესიული განათლების ცენტრში, დაფუძნდა თბილისის საერო ინსტიტუტის „გაენათის“ ხობის წარმომადგენლობა. ინსტიტუტის რექტორის, საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს, პროფესორ ვაჟა ქარჩავას თაოსნობით წარმომადგენლობას სათავეში ჩაუდგა ქალბატონი აგრაფინა (ლალი) ესებუა-ალანია. წარმომადგენლობის დაარსების მიზანი იყო ხობელი ახალგაზრდებისათვის სწავლა-განათლების მიღების ხელშეწყობა.
    ხობის რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელობა - გამგებელი, ბატონი ანგულ მიქავა და ხობის რაიონული განათლების განყოფილების გამგე - ქალბატონი რალა ჩემია ენთუზიაზმით შეხვდნენ წამოწყებულ ინიციატივას.
  წარმომადგენლობის გახსნას მოჰყვა თბილისის საერო ინსტიტუტ „გაენათის“ მოსამზადებელი განყოფილების დაფუძნება შემდეგი სპეციალობებით: საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები, საბანკო საქმე და ფინანსები, საგადასახადო საქმე და აუდიტი, საბაჟო საქმე, სამართალმცოდნეობა, ისტორია, ჟურნალისტიკა, უცხო ენები, სამკურნალო საქმე, პედიატრია, სტომატოლოგია. ხობელი აბიტურიენტები მოსამზადებელი განყოფილებიდან უგამოცდოდ ირიცხებოდნენ ინსტიტუტის შესაბამის სპეციალობებზე. 
„მომავალის“ ხობის ფილიალის ხელმძღვანელი აგრაფნია  ესებუა
    ინსტიტუტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ხობს კიდევ ერთი
საგანმანათლებლო კერა უნდა შეჰმატებოდა კოლეჯის სახით. ამ იდეას ხორცი 2001 წლის სექტემბერში შეესხა. თბილისის კოლეჯის „მომავალის“ ხობის ფილიალის ხელმძღვანლად ქალბატონი აგრაფნია (ლალი) ესებუა-ალანია დაინიშნა. ახალგახსნილი კოლეჯი იმავე წელს აკურთხა  მამა ილია ლომაიამ. ეს იყო სამწლიანი სასწავლო დაწესებულება საბაზო საფეხურდამთავრებულთათვის და ორწლიანი - საშუალო საფეხურდამთავრებულთათვის, ვიწრო სპეციალობების დაუფლების პერსპექტივით: იურიდიული, უცხო ენების სპეციალისტი დაწყებით კლასებში, საგადასახადო საქმე, საბაჟო საქმე, დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, მედდის საქმე, სამეანო საქმე, ფარმაცია და ორთოპედიული სტომატოლოგია. ჩამოთვლილი სპეციალობების დაუფლებით ახალგაზრდებს განათლების მიღებისა და დასაქმების მეტი შანსი ეძლეოდათ საკუთარ რაიონშივე.
   კოლეჯის დაარსებიდან სამ თვეში გარდაიცვალა ბატონი ვაჟა ქარჩავა და მის საქმეს
სათავეში ჩაუდგა პროფესორი, ქალბატონი მანონ ქირთბაია. ქალბატონმა მანონმა ბატონ ვაჟას წამოწყებული საქმე არა თუ განაგრძო, არამედ, კიდევ უფრო გააფართოვა და ხელი შეუწყო ხობში სასწავლო კერის წარმატებულ ფუნქციონირებას. რაც გამოიხატა ქალბატონ მანონის მიერ თბილისში დაარსებულ უნივერსიტეტ „მეტეხის“ შესაბამის სპეციალობებზე გარკვეული შეღავათების დაწესებით. კერძოდ, ხობის კოლეჯის კურსდამთავრებულებს შეეძლოთ უგამოცდოდ ჩარიცხვა და შეღავათებით სწავლის გაგრძელება „მეტეხის“ უნივერსიტეტში.
    ქალბატონმა აგრაფინამ (ლალი) კოლეჯში მაღალკვალიფიციურ პედაგოგ-მასწავლებლებს მოუყარა თავი. ერთ გუნდდ შეკრულმა კოლექტივმა 10 წელი უპირობოდ ატარა ხობში N1 კოლეჯის ტიტული და მთელი ამ ხნის განმავლობაში 320  ახალგაზრდას მისცა ვიწრო პროფესიული განათლება.
ვიდეო

  კოლეჯის ყოველი ახალი სასწავლო წელი დიდი ზეიმით იწყებოდა ხობელთთვის. იმართებოდა  ღია კარის დღეები და მასშტაბურად აღინიშნებოდა სტუდენტური კვირეულები. მაღალი აკადემიური ხარისხის დანერგვა, სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების მიზანმიმართულობა, შემოქმედებითი განვითარება, კულტურულ-შემეცნებითი პროექტების პარალელურად სპორტულ-გასართობი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროგრამა, წლების მანძილზე უწევდა მძლავრ კონკურენციას და იზიდავდა ცოდნის მიღების მოსურნე ახალგაზრდებს.
 
პროფესორი ვაჟა ქარჩავა
 აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გამოსაშვებ გამოცდებს იბარებდა თბილისის უნივერსიტეტ „მეტეხის“ სპეციალური საგამოცდო კომისია და კურსდამთავრებულები ვიწრო სპეციალობით იღებდნენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აღიარებულ და დამოწმებულ დიპლომებს.
   ხობელებს დღემდე თბილად აგონდებათ კოლეჯში მაღალი აკადემიური ხარისხი 
ჩატარებული  ღონისძიებები. 
   სტუდენ-მასწავლებლების ერთობლივი ძალით განხორციელებულ არაერთ  ღონისძიებას გულგრილი არ დაუტოვებია არათუ ადგილობრივი სტუმრები, არამედ - თბილისის პროფესორ-მასწავლებლებიც.  
   „სანთელ-საკმეველი გზას არასდროს ჰკარგავს“... ამის დასტური კოლეჯის განვითარებისთვის ქალბატონ აგრაფინას (ლალის) მუხლჩაურელი შრომისა და ღვაწლის დაფასება. უნივერისტეტ „მეტეხის“ რექტორანტის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა დიპლომი „სტუდენტ-ახალგაზრდობასთან ნაყოფიერი მუშაობისათვის“.
   დღევანდელი გადასახედიდან, თამამად და ხმამაღლა შეიძლება განვაცხადოთ, რომ ხობის პროფესიულმა კოლეჯმა- „მომავალმა“, თავისი საპატიო ნიშა დაიმკვიდრა რაიონის ისტორიაში და XXI  საუკუნის გამოწვევების ღირსეული დამნერგავ-გამტარებელი იყო.


კოლეჯი „მომავლის“ ადმინისტრაცია




კოლეჯის ფოტო არქივი


მამა ილია ლომაიას მიერ კოლეჯის კურთხევა

მამა ილია ლომაიას მიერ კოლეჯის კურთხევა

წარმომადგენლობის გახსნა, ღია კარის დღე

წარმომადგენლობის გახსნა, ღია კარის დღე

წარმომადგენლობის გახსნა, ღია კარის დღე

წარმომადგენლობის გახსნა, ღია კარის დღე

წარმომადგენლობის გახსნა, ღია კარის დღე

წარმომადგენლობის გახსნა, ღია კარის დღე

წარმომადგენლობის გახსნა, ღია კარის დღე

წარმომადგენლობის გახსნა, ღია კარის დღე

წარმომადგენლობის გახსნა, ღია კარის დღე

წარმომადგენლობის გახსნა-ვაჟა ქარჩავა, აგრაფინა ესებუა, მანონი ქირთბაია

გამოცდები

გამოცდები

გამოცდები

გამოცდები

ღია კარის დღე

ღია კარის დღე


ღია კარის დღე

ღია კარის დღე

ღია კარის დღე


გამოცდები


9 აპრილის მემორიალთან

9 აპრილის მემორიალთან

სპორტული შეჯიბრებები

სპორტული შეჯიბრებები

სპორტული შეჯიბრებები

სპორტული შეჯიბრებები

სპორტული შეჯიბრებები

სპორტული შეჯიბრებები

სპორტული შეჯიბრებები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები

ექსკურსიები


ექსკურსიები
ექსკურსიები