21 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში მთავარანგელოზობა იზეიმეს. სასულიერო პირებმა ტაძარში ბუკიების საგვარეულო ხატი მთავარანგელოზთა ხატი დააბრძანეს, რომელიც ხეთის ეკლესიისთვის დაიწერა (ხატმწერი თინათინ ბუკია, ჭედურობა-ვახტანგ ბოჭორიშვილი) . სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ტაძრის მოძღვართან ცოტნესთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. წირვის დასასრულს მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს და დღესასწაული მიულოცა.
ხატმწერი თინათინ ბუკია, ჭედურობა-ვახტანგ ბოჭორიშვილი |