20 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.
ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა №66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა.
დათუნა ჯობავამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ოქმი წარადგინა.
სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი, ვლადიმერ ქანთარია უძღვებოდა.
სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ედიშერ ჯობავას კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ედიშერ ჯობავა იქნა არჩეული.
საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მოადგილის თანამდებობაზე მამუკა ქარდავას კანდიდატურა დაასახელა.
საკრებულოს წევრებმა, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ,ხმათა უმრავლესობით მამუკა ქარდავა აირჩიეს.