ხობის ლოგო და ჰერალდიკა



 ხობის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობახობის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს ფარის 2/3, ხოლო მეორე ნაწილს – ფარის 1/3. გერბის ფარის პირველი ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ვერცხლის კვართი. გერბის ფარის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ტალღოვან ველს, რომლის ზედა ნაწილი გადაკვეთილია ვერცხლის ორი ტალღოვანი სარტყელით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი - "ხობი".
            ხობის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობახობის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც ჰორიზონტალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად – თეთრ და ლურჯ ველებად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 2/3, მეორე ნაწილს – დროშის 1/3. დროშის პირველ ნაწილში თეთრ ველზე, ცენტრში, მოთავსებულია ლურჯი მცირე ფარი. მცირე ფარის ლურჯ ველზე გამოსახულია წმინდა მარიამ ღვთისმშობლის თეთრი კვართი. დროშის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს.
   დროშის პროპორციაა - 2/3.









შპს მკურნალი

vi-art studio