ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთან“ არსებული სკოლებისა და სტუდიების მოსწავლეები წარსდგნენ. საზეიმო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.