სემინარი თემაზე - გრიპი, მკურნალობა, ეპიდემიოლოგია

31 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ლექცია-სემინარი გამართეს. ლექცია გრიპის, მწვავე რესპირაციული ინფექციების მკურნალობას და პროფილაქტიკური ღონისძიებების პრევენციას ეხებოდა, რომელიც უბნის ექიმებს, პედიატრებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმებს ჩაუტარდათ. ლექცია-სემინარის დასასრულს გაიმართა დისკუსია.