პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხობის მერობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქვალონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ტარიელ ალექსანდრიასთან ერთად სოფელ გვიმარონის მოსახლეობას შეხვდა, საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო. შეხვედრას პროპორციული სიის პირველი ნომერი ვარაზ გაბედავა ესწრებოდა. შეხვედრის დასასრულს, მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობის მიერ, აქტუალურ საკითხებზე დასმულ კითხვებს უპასუხეს.