25 ოქტომბერს
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში, ფოთის რაიონულმა პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს
თანამშრომლებთან თემაზე „ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
პროკურორი დამსწრე საზოგადოებას იმ სამართლებრივი
საკითხების შესახებ ესაუბრა, რაც ახლავს ოჯახში ძალადობასა და არასრულწლოვანთან სქესობრივ
კავშირს. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი
სისტემის შექმნას, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მიდგომების
შემუშავებას, რაც მის შემცირებას და პრევენციას უზრუნველყოფს.