სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამა


„სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია მონიტორინგის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში პროგრამით მოსარგებლეთა ოჯახებში იმყოფებოდა. ბენეფიციარები ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით საცხოვრებელ სახლებს აშენებენ (არემონტებენ).
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერად ფულად დახმარებას (500 – 4000 ლარის ფარგლებში) ითვალისწინებს.
2017 წელს, მუნიციპალური პროგრამით 8 ბენეფიციარმა ისარგებლა.