ქალაქ ხობში, მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს „სისხლის ბანკის“ ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით აქცია - „გაიღე სისხლი, აჩუქეთ ბავშვებს სიცოცხლე“ მიმდინარეობს. აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოში, მ. იაშვილის კლინიკა ერთადერთია, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები. მათ, ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში სისტემატიურად სჭირდებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები.
17 წლის ხობელ მარიკა კორტავას, რომელიც მკურნალობის კურსს გადის ზემოთ აღნიშნულ კლინიკაში ლეიკემიის დიაგნოზით, სჭირდება დახმარება.
დაინტერესებულ პირებს, 17 საათამდე შესაძლებლობა აქვთ, მიბრძანდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში (სტალინის ქუჩა N6) და გაიღონ სისხლი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის.